რუსთავში შენობის დემონტაჟის დროს 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, ოსტროვსკის ქუჩაზე შენობის დემონტაჟის დროს ჩამოშლილ კედელს 23 წლის ბიჭის სიცოცხე ემსხვერპლა.

მეზობლების ინფორმაციით, დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.