ახლადაღდგენილმა საფეხბურთო კლუბმა „გარდაბანი” ამხანაგური მატჩების ჩატარება დაიწყო. პირველი ტესტ-მატჩი გუნდმა თბილისში „იბერია 2017“-ის წინააღმდეგ გამართა.
შეხვედრა გარდაბნელთა სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 5:1 დასრულდა.
ცნობისთვის, “გარდაბანს” კიდევ რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი და მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა საბოლოო კლუბის ჩამოსაყალიბებლად.
ამასთან, გუშინ 13 თებერვალს ჩამოფრინდა გარდაბანის მთავარი მწვრთნელი, გურამ ჭვინტიაშვილი.