სოფიო გორგოძემ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წესი განმარტა

„ხვალ დილის 10 საათიდან იწყება რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის,საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის“, – ამის შესახებ  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

„აპლიკანტები დასარეგისტრირებლად უნდა შევიდნენ ვებგვერდზე naec.ge აქ მათ დახვდებათ ვიდეორგოლები სადაც არის დეტალური ინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, მინდა ვურჩიო რომ ვიდრე რეგისტრაციას დაიწყებენ, აუცილებლად გაეცნონ დოკუმენტს „ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2021“.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 მარტს საღამოს 18:00 საათია, თუმცა მინდა ყველას ვთხოვო, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანონ ეს პროცესი“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.