შსს: პარლამენტთან დაპირისპირების დროს 20 პირი დააკავეს

პარლამენტთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველების მიერ 20 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოცივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტის შენობასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული კარვების წინა შესასვლელთან გადმოტანა დააპირეს. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.