ავარია ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე – არის მსხვერპლი

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სოფელ შილდასთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

დაშავებული 30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.