რუსთავში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულმა ასოციაციამ რუსთავისთვის 6 000-მდე ევრო გამოყო. დაფინანსების ფარგლებში ახალგაზრდობის საჭიროებების გამოსავლენად 500-ზე მეტი რუსთაველი გამოიკითხა.
კვლევა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას დაედება საფუძვლად.
ინოვაციების ჰაბის, რუსთავის მერიის, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში, 2021-2030 წლის ახალგაზრდული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ “სიქას”, “იმპულსის”, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და სკაუტური ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ერთ-ერთ მთავარ მიზნად იკვეთება, რომ რუსთავმა ევროპის დედაქალაქის სტატუსი მიიღოს.