24 საათში რუსთავში კორონავირუსზე 100-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს

ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსზე 117 პირი გამოიკვლიეს, დაფიქსირდა “კოვიდ-19”-ის  ახალი შემთხვევები.

კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში 27 გამოკვლეული პირიდან, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით ვირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

67 პირის საკვლევი ნიმუშებიდან შვიდის პასუხია დადებითი. კორონავირუსი PCR მეთოდით დაუდასტურდა გუშინ გამოკვლეულ ერთ პირს.

ბოლო 24 საათში 15 ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი კლინიკა “რუსთავში” , ყველას პასუხი უარყოფითია. ვირუსი არ დაუდასტურდა მარდალეიშვილის კლინიკაში გამოკვლეულ ხუთ ადამიანს.

რაც შეეხება ბავშვთა საავადმყოფოს, სამედიცინო დაწესებულებაში სამი პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია.