ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსი დედას და ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა

რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა. როგორც N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, დღე-ღამეში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 28 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა.

შუადღის მონაცემებით, 71 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, სამის პასუხი დადებითია. რაც შეეხება PCR ტესტებს, გუშინ გაგზავნილი საკვლევი ოთხი ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში სამი პირი გამოიკვლიეს სწრაფი ტესტით, ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. უარყოფითია ერთი ადამიანის ტესტის პასუხიც, რომელიც ბოლო 24 საათში ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოიკვლიეს.

რაც შეეხება ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში “კოვიდ-19”-ით დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვია მოთავსებული. ერთი ოჯახის წევრებს ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ.

ინფორმაცია განახლებადია.