ბათუმში ორი ავტომობილიდან ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

სროლა იყო ბათუმში, ბენზეს დასახლებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ორ ავტომობილში მსხდომმა პირებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.