ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.

მეურნეობა ხატისოფლის მიმდებარედ, წელს პირველად ამოქმედდა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000  შეღავათიანი აგროკრედიტი.

სამაცივრე მეურნეობაში 800 ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.

კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.