გზების დეპარტამენტი: თბილისში შემოსვლასთან გზაზე შეზღუდვა არ არის

თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული-ინფორმაციას საავტომობილო გზების დედპარტამენტი ავრცელებს.

” თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით (შემოსავლელ) საავტომობილო გზაზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოძრაობა დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზით უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს.”-ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის შემოსასვლელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.