თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დილის საათებში გაავრცელა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიზეზად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებდა.

“რთული მეტეოროლოგიური პირობების(ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

მოგვიანებით, გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია,რომ გზებზე შეზღუდვა აღარ არის.