საღამოს საათებში, გადაადგილების შეზღუდვის დროს გორში მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სუპერმარკეტების ქსელ “მადაგონის” შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურდებმა მაღაზიიდან სეიფიც წაიღეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს.