დაბადების დღის ორგანიზატორი 2 000 ლარით დაჯარიმდა

შრომის ინსპექციამ ზურა ჯაფარიძის გარდა, სოციალური ღონისძიების გამართვისთვის კიდევ 2 ფიზიკური პირი დააჯარიმა, დაჯარიმდა ასევე ერთი იურიდიული პირი.

როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, 2 ობიექტზე, სადაც აღინიშნებოდა დაბადების დღე, გამოვლინდა ღონისძიების ორგანიზატორი და ორივე მათგანი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება იურიდიულ პირს, ამ შემთხვევაში რესტორანი არადისტანციურ რეჟიმში, ადგილზე ახორციელებდა საქმიანობას, რის გამოც მფლობელი იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

“სამი იყო სოციალური ღონისძიების განხორციელების მიზნით. რაც შეეხება „ჯაფარასთან“, იცით არ არის ნებადართული საქმიანობა, მოხდა ღონისძიების ორგანიზატორის იდენტიფიცირება და ამ შემთხვევაში დაჯარიმდა ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით.”-აცხადებენ შრომის ინსპექციაში.