დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,85%-ია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.6%-ს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,85%, ხოლო ბოლო 14 დღის – 3.06 %.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.