დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარი მოხმარდება.

ინფრატსრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.