საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალში 10 საუკეთესო გუნდს შორის 3 რუსთავიდანაა

საერთაშორისო კონკურსის საქართველოს ათ საუკეთესო გუნდს შორის 3 რუსთავიდანაა.

“ბრილიანტის გამოწვევის” ნახევარფინალში რუსთავის N22 სკოლის, კერძო სკოლა “მილენიუმისა” და კერძო სკოლა “ჩირაღდანის” მოსწავლეები იბრძოლებენ

“ბრილიანტის გამოწვევა” ახალგაზრდული კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება. ფინალური, წარდგენის ეტაპი ტრადიციულად ამერიკაში, თუმცა, 2021 წელს ონლაინ ტარდება.

ყოველწლიურად საერთაშორისო კონკურსი ინოვაციურ ახალგაზრდულ ინიციატივებს აფინანსებს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. ბავშვები სწავლობენ პროექტის წერას, ბიზნეს გეგმის შედგენას, ასევე ავითარებენ იმ უნარებს, რაც საკუთარი საწარმოს შექმნაში დაეხმარებათ.

რუსთავიდან მონაწილე სამივე გუნდი ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული “სიქას” ჰაკათონის მონაწილე ბავშვებისგან შედგება და მათი იდეები გარემოს დაცვასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებს შეეხება. გამარჯვებული ფულადი პრიზით დაჯილდოვდება, ამ იდეებიდან საუკეთესოს საერთაშორისო და ქართვეული ჟიური ერთობლივად აარჩევს.