დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,37%-ია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.7.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.