გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, ინდუსტრიული საწარმოებისთვის საგრანტო დაფინანსებების წარმატებულ მაგალითად რუსთავის აზოტის ქარხანა დაასახელა.
ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობისგან მიღებული გრანტით აზოტის ბოქსიტების ემისიების შემცირება შეძლეს.
მისივე თქმით, ეს საქართველოში გამოყოფილი მავნე ბუნებრივი აირების 5 პროცენტის შემცირებას ნიშნავს.
“ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შემთხვევა აზოტთან დაკავშირებით, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოსთვის ჩვენ მივიღეთ პირდაპირ გრანტი, რომ აზოტის ბოქსიტების ემისია შეგვემცირებინა, რაც ემისიების 5 პროცენტს ცვლის ჩვენს ქვეყანაში”-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.