ვსაუბრობთ შექმნილ ვითარებაზე: ენმ-ს ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრაზე სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ვსაუბრობთ შექმნილ ვითარებაზე და მიმდინარე საკითხებია განხილვის თემა დღესაც ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ასეული ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება პარტიის ცენტრალური შტაბის ოფისში და ნიკა მელიას დაცვას ცდილობს.

„შეხვედრაზე სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ვსაუბრობთ შექმნილ ვითარებაზე და მიმდინარე საკითხებია განხილვის თემა დღესაც. აქციები როგორც იცით დაანონსებულია, ეს საკითხები ჯერ განხილული არ ყოფილა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი საკითხია გასავლელი. მელიას დაცვის საკითხი არ განხილულა დღეს. ეს საკითხი უკვე განხილული გვაქვს და ვიცით როგორც მიმდინარეობს ნიკას დაცვა. ჩვენ მუდმივად, რამდენიმე ასეული ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება ცენტრალური შტაბის ოფისში და ჩვენი ძალებით ვცდილობთ, რომ დავიცვათ ნიკა. თუ პოლიტპატიმრების საკითხი არ დაკმაყოფილდება, თუ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დაკმაყოფილდა, ბუნებრივია, არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. მოლაპარაკებები ამ თემებზე უნდა გაიმართოს და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ახალ არჩევნებზე. სხვა მოლაპარაკებების საგანი არ არსებობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.