თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტომობილი ბორდიურზე შევარდა და მაღაზიას დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.