თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მარჯვენა სანაპიროზე მოხდა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.