მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით ფრენები განახლდა.  რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.

“ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ ხმის განმავლობაში ფრენები არ შეჩერებულა თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება”,- წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მგზავრებს, როგორც ტერმინალში, ისე ხომალდზე პირბადის ტარება მოეთხოვებათ.

აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შიდა აეროპორტებში, COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაცულია უსაფრთხოების ყველა წესი.