თბილისში ოპოზიციის აქციას რუსთაველებიც უერთდებიან

თბილისში, ოპოზიციის დაგეგმილ “მსვლელობას თავისუფლებისთვის” შეუერთდნენ რუსთაველებიც. ათეულობით აქტივისტი, კოსტავას ქუჩაზე, დილის 11:00  საათიდან შეიკრიბა.

ტრანსპორტირებისთვის მობილიზებული იყო ხუთი მიკროავტობუსი. როგორც ოპოზიციის მხარდამჭრებმა,  TV4-ს განუცხადეს, მათი მოთხოვნა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის,  ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია.