იმნაძე: ყველამ თავისი საქმე აკეთოს, კარგი იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მას “საცივის რეცეპტი” არასოდეს არ მოუწოდებია, ამიტომ ამ ქვეყანაში რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს, კარგი იქნება.

იმნაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, შესაძლებელი არის თუ არა დღის წესრიგში დაბრუნდეს შეზღუდვების დაწესება მაშინ, როცა საზოგადოება შეზღუდვებს აპროტესტებს.

“მე ისიც მოვისმინე, მითხრეს, კარგად არ მახსოვს, მაგრამ თურმე მე კერძების მომზადებაში არ უნდა ჩავერიო და ისინი ეპიდემიოლოგიაში რატომ ერევიან. მართლაც, ახლა საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია, ასე გააკეთეთ მეთქი. აქედან გამომდინარე, ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ რა გვინდა ხომ? რომ გავხსნით ქვეყანას, ორ კვირაში დასაკეტი არ გახდეს ისევ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.