კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 352 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი.