კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა

ჩოხატაურში კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც “კოვიდ-19” -სგან ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა.  გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს კორონავირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა. მას ვირუსის სიმპტომები ორი დღის წინ გამოივლინდა.

ინფორმაციას ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კვლევების პასუხებს ელოდებიან.

პაციენტი ბათუმის კლინიკაში გადაჰყავთ.