რუსთავში, კოსტავას გამზირზე არსებული ძველი მონიტორის დემონტაჟი განხორციელდა. ძველი მონიტორის ადგილას ახალი ეკრანი დამონტაჟდება, რისთვისაც აუქციონში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია “ალმა” 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მონიტორის ფართობი 40-50კვ.მ იქნება.
გარდა ამისა, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ახალი ეკრანის განთავსების შემდეგ, საეთერო დროის 10% თვითმმართველობას დაუთმოს. ეკრანის მონტაჟი, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებისათვის დასრულდება.