კოსტავას გამზირზე არსებულ მონიტორს დემონტაჟი ჩაუტარდა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე არსებული ძველი მონიტორის დემონტაჟი განხორციელდა. ძველი მონიტორის ადგილას ახალი ეკრანი დამონტაჟდება, რისთვისაც აუქციონში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია “ალმა”  500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მონიტორის ფართობი 40-50კვ.მ იქნება.

გარდა ამისა, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ახალი ეკრანის განთავსების შემდეგ,  საეთერო დროის 10% თვითმმართველობას დაუთმოს. ეკრანის მონტაჟი, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებისათვის დასრულდება.