პარლამენტში კულტურის კომიტეტი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტის აპარატისთვის თვეში დაახლოებით 25 ათასი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი იყოფა.

„ამ შემთხვევაში, დარგის პრიორიტეტულობაზე ვსაუბრობთ. საუბარია, რომ მთავრობაში ცალკე სამინისტრო იქნება, რომელიც ამ დარგის პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს და ამ დარგზე ზრუნავს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ერის იდენტურობის ერთ-ერთ მთავარ ნიშანზე. ასევე, მივიჩნიეთ, რომ კულტურის პოლიტიკის განსაზღვრისთვის უპრიანი იქნებოდა, ანალოგიური გადაწყვეტილება პარლამენტსაც მიეღო და ცალკე კომიტეტი შეექმნა“, – განაცხადა მდინარაძემ