მშობლებს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს მასშტაბით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც სრულად აღდგება სასწავლო პროცესი.

ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება.