ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

„მსვლელობა თავისუფლებისთვის“, – ამ სახელწოდებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქციით ცდილობენ,  საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი „თავისუფლება ნიკა მელიას“ და  ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, პროცესი ჩიხშია შესული და არჩვენების შემდეგ ხელისუფლება არ ფიქრობს, ეს ვითარება შეცვალოს.

“აქ ათეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბება, ივანიშვილს შეუძლია დრონები კოსმოსში აწიოს და იქედან დათვალოს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ ხალხი, რომლებიც შევეგუებით მონობას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე, ღირსეული ერი, რომელიც თვის სიტყვას აუცილებლად იტყვის“, –აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.