ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ლიეტუვის  სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. ინფორმაციასლიეტუვის მედია ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.

„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა. ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე – დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.

პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით,  კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც. მისივე თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა“, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ პავილიონისს ჰქონდა პირადი პოზიცია, ის საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებულად დიპლომატიური უნდა ყოფილიყო“, – განაცხდა ჩმილიტე-ნილსენმა.