რა სანქციები დაეკისრებათ რესტორნებს თვითნებურად გახსნისთვის?

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თვითნებურად გახსნის შემთხვევაში რესტორნები დაჯარიმდებიან.ჯარიმა 10 000 ლარი იქნება.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში. მე პირადი სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს მათთან და იმედი მაქვს, რომ კვირის განმავლობაში კონსენსუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები მიღებული არ იქნება მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქციები, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული. ესაა 2 000 ლარი ფიზიკური პირის, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ, ხოლო განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს ობიექტის დალუქვას“,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ რესტორნების ნაწილი შაბათს, 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას გეგმავს.