როგორია რუსთავში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რუსთავში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, 29 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში გუშინ, მეგობრობის გამზირზე მიაყენეს.

საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირებაში 4 პირი მონაწილეობდა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეებს ეძებენ.