ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

როგორც ცნობილი გახდა, დამწვარია ორი მაღაზია, ერთი კი წყლით დაზიანდა, ჯამში 60 კვ.მ. ადმინისტრაციის ინფორმაციიათ, მაღაზიები დაზღვეული იყო და მეპატრონეებს პრობლემები არ შეექმნებათ.