„რუსთავის აზოტი” თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება(+ვიდეო)

2023 წლის ბოლომდე “რუსთავის აზოტის” სრული გადაიარაღება მოხდება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ნინო თანდილაშვილის თქმით, საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიები გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით დაინერგება. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა.

“რუსთავის აზოტში” აცხადებენ, რომ საწარმოში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ექსპერტები აპრილის თვეში ჩამოვლენ. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სწორედ ექსპერტები დაადგენენ, კონკრეტულად რა ტიპის ტექნოლოგიების დანერგვაა საჭირო “რუსთავის აზოტში”.

პროექტი აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრის მინიმუმამდე შემცირებას და ქალაქში ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.