სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 12 ათასამდე პატიმარი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 194-ს დაუდასტურდა.
ამასთან, 26 კოვიდინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.
მათივე ცნობით, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში “კოვიდ19” 81 მსჯავრდებულს დაუდასტურდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.