რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სპეცოპერაციაა (+ფოტო)

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ავტომობილიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება და ფულადი თანხა ამოიღეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სპეცოპერაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, დაკავებას აპროტესტებენ ბრალდებულის ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ასევე ერთი პირი დააკავეს.

გზის მონაკვეთი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  TV4-ს განუცხადეს, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს.  ოფიციალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.