საფეხბურთო კლუბმა “რუსთავი” პირველი ამხანაგური მატჩი თბილისის „შევარდენთან” გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
კლუბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუნდის ფორმირება და ახალწვეულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 4 თებერვალს, „ბორჯომის“ წინააღმდეგ გამართავს. გარდა ამისა, დაგეგმილია რუსთაველი ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმება.