“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა შევძლოთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მთავრობისთვის პრიორიტეტული მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების გახსნაა.

“ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია, გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს. უაღრესად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ, პირველ რიგში, მუნიციპალური და საკლასო ოთახში ბავშვების მიყვანა”, — განაცხადა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.