რუსთავში კორონავირუსზე 190-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს, დაფიქსირდა ახალი შემთხვევები

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში-ბოლო 24 საათში ქალაქის დიაგნოსტიკურ და ცხელების ცენტრებში კორონავირუსზე 190-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. ტესტის პასუხი 15 მათგანის შემთხვევაშია დადებითი.

ქალაქის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 54 ადამიანს ჩაუტარდა, 4-ის პასუხი დადებითია.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 133 ადამიანი გამოიკვლიეს “კოვიდ-19”-ზე,  ვირუსი 11 მათგანს დაუდასტურდა.

რაც შეეხება კლინიკა “რუსთავს” გამოკვლეული ოთხი პირიდან , ყველას ტესტის პასუხი უარყოფითია.

ინფორმაცია განახლებადია.