რუსთავში შეჯახების შედეგად ავტომობილი ამობრუნდა, დაშავდა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ, გვიან ღამით ლომოურის ქუჩაზე.

Tv4-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების  ბოძს შეეჯახა და შეჯახების შედეგად ამობრუდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომლბილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.