რუსთავში ეკოაქტივისტთა კიდევ ერთი ჯგუფი, “მწვანე ქაოსი” შეიქმნა.
სამოქალაქო აქტივისტთა პირველი პროტესტი კი კომპანია “თეთრი ქუდის” პროდუქციაზე გამოჩნდა.
“ყარს” – ამ წარწერას სუპერმარკეტებში გამოტანილ იმ პროდუქტზე ნახავთ, რომელსაც სოკოს საწარმო რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრში აწარმოებს.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ამ მოქმედებით ისინი მოქალაქეებს ახსენებენ, თუ რა პირობებში იქმნება თეთრი ქუდის პროდუქტი და რა საფრთხეს უქმნის კომპანია კონკრეტული პროდუქტის შექმნის ხარჯზე რუსთავში მცხოვრებ ასიათასზე მეტ ადამიანს.
ინფორმაციისთვის, რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები პირობის შესრულებას და კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ამ დრომდე ელოდებიან.