საკალათბურთო კლუბი “რუსთავი” თბილისის “კაკტუსს” დაუპირისპირდა

საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ თბილისის „კაკტუსს“ დაუპირისპირდა. მასპინძლებმა ლიდერობა პირველი ტაიმიდანვე  მოიპოვეს და შესვენებაზე  12 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

“კაკტუსის” კალათბურთელებმა თამაში მეორე ტაიმში გამოასწორეს და სხვაობა მინიმუმადეც დაიყვანეს, თუმცა  საბოლოოდ ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 94:86 დაამარცხა.  რუსთავმა  სეზონში მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა.  ქალაქის გუნდი მორიგ შეხვედრას ქუთაისის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 5 მარტს, 16:00 საათზე ჩატარდება.