13-14 თებერვალს საქართველოში ძირითადად, დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში – ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.