სისხლის სამართლის დანაშაულის გამო, უცხოელს საქართველოში ცხოვრების უფლება შეეზღუდება

საქართველოში ბინადრობის ნებართვას ვერ მოიპოვებს პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს, ოჯახში ძალადობა ან სხვა დანაშაული, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული და არ განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ხდება უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

დღეს მოქმედი კანონით, უცხოელს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, თუ იგი მსჯავრდებულია მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც მას ჩადენილი აქვს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.