სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსთავის მერი N28 საჯარო სკოლაში იყოფებოდა

თითქმის ერთწლიანი დისტანციური მოდელით სწავლების შემდეგ, 15 თებერვლიდან რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების ყველა საფეხურის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ. მოსწავლეების მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე განაცხადი ონლაინ სწავლებაზე გააკეთონ.

სკოლებში სწავლის დასაწყებად მოსამზადებელ სამუშაოებს ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა N28 საჯარო სკოლაში გაეცნო. რუსთავის პირველმა პირმა, სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი შეამოწმა.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე, რუსთავის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, პედაგოგების ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირების პროცედურებს მასწავლებლებს და სკოლის თანამშრომლებს, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის წარმომადგენლები სკოლებში უტარებენ.