დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” ვაქცინებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული. ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.
დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ იცით მსოფლიოს ბაზარზე რამდენად დეფიციტურია ზოგადად ვაქცინა, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედოობა იყოს მაღალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.