ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი უამინდობის და ქარის გამო ტერიტორიაზე სწრაფად ვრცელდება.

Update: ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო სამი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. უამინდობის გამო მეხანძრე მაშველების ადგილზე მისვლამდე, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის კერების ლოკალიზება და ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლო.